საფრანგეთის საკონსტიტუციო სასამართლომ 15 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვის კანონპროექტი დაბლოკა
საფრანგეთის საკონსტიტუციო სასამართლომ 15 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური ქსელების გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებული კანონპროექტი დაბლოკა. კანონპროექტი ქვეყნის პარლამენტმა გასულ თვეში დაამტკიცა. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ასეთი აკრძალვა არაკონსტიტუციურია. კერძოდ, სასამართლოს მოჰყავს ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის არგუმენტი, რომ კანონპროექტი არის ბუნდოვანი და არღვევს სიტყვისა და კომუნიკაციის თავისუფლებას. საფრანგეთის პარლამენტის მიერ ივლისში დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 15 წლამდე მოზარდები სექტემბრიდან ვეღარ შეძლებდნენ, შეექმნათ ახალი ანგარიშები სოციალურ ქსელებში, ხოლო არსებულ ანგარიშებზე სრული აკრძალვა 2027 წლის იანვრიდან უნდა შესულიყო ძალაში. შეზღუდვები ვრცელდებოდა „ინსტაგრამზე“, „ვოტს აპზე“, „ფეისბუკზე“, „სნეპზე“, „იქსზე“, „იუ თუბსა“ და „ტიკ ტოკზე“. The post საფრანგეთის საკონსტიტუციო სასამართლომ 15 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვის კანონპროექტი დაბლოკა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →