სააგენტო "პარალელი"
“ყველა პატრიოტი ერთად უნდა დადგეს, უნდა შევქმნათ საერთო ეროვნული გადარჩენის ტალღა…” – მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი კონკრეტულ პარალელებს ავლებს ცალკეულ ფაქტებთან მიმართებით და საზოგადოებას ერთიანობისკენ მოუწოდებს:
“იმ ფონზე, როცა უკრაინამ ძალიან წარმატებული დარტყმა განახორციელა ნოვოროსიისკის სამხედრო პორტზე – 4 გემია სერიოზული დაზიანებით (იმედია იმავეს გააკეთებს ოჩამჩირის და გუდაუთის ბაზის მისამართით) და ასევე იმ ფონზე რომ ივანიშვილი აფხაზეთის გავლით ბენზინს აწვდის რუსეთს, ქოცხროვა აშკარად ამზადებს ძალიან დიდი ღალატს.
გეორგიევსკის ტრაქტატის, რომელმაც ბოლო მოუღო ქართულ სახელმწიფოებრიობას, მოხმობით ამზადებენ სიმწრით შექმნილი დღევანდელი ქართული სახელმწიფოს გაუქმებას.
ამ სიტუაციაში საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პარტიულ კუთვნილებას ან პოლიტიკურ და პიროვნულ განსხვავებებს – ყველა პატრიოტი ერთად უნდა დადგეს, უნდა შევქმნათ საერთო ეროვნული გადარჩენის ტალღა და წავლეკოთ ესენი, თუ არა ისინი უკვე არიან საქართველოს განადგურების დამამთავრებელ ეტაპზე გადასული და მერე ზოგმა უსამშობლოდ დარჩენილმა ემიგრაციაში, ზოგმა ციხეში ვარკვიოთ ერთმანეთთან ურთიერთობები და ვიძახოთ – “შენ რომ მაშინ ეს არ გააკეთე, შენ რომ ესე თქვი” და სხვა უშინაარსო გარჩევები ვაწარმოოთ“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
“ყველა პატრიოტი ერთად უნდა დადგეს, უნდა შევქმნათ საერთო ეროვნული გადარჩენის ტალღა…” – მიხეილ სააკაშვილი
პარალელი