სიახლე

რუსეთის სამარის ოლქში სამრეწველო საწარმოზე სარაკეტო იერიში განხორციელდა

მედიაცენტრი

რუსეთში, სამარის ოლქის ერთ-ერთ სამრეწველო საწარმოზე სარაკეტო იერიში განხორციელდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. თავდასხმის ფაქტი დაადასტურა სამარის ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ ფედორიშჩევმაც. „მტერმა სამრეწველო ობიექტზე სარაკეტო შეტევა განახორციელა. ადგილზე საგანგებო სამსახურები იმყოფებიან. ინფორმაციას ვაზუსტებთ“, – განაცხადა ფედორიშჩევმა. „ტელეგრამ“ არხებში გავრცელებული ცნობებით, დარტყმის სავარაუდო სამიზნე სარაკეტო-კოსმოსური ცენტრი „პროგრესი“ გახდა, რომელიც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო და სარაკეტო ინდუსტრიის ერთ-ერთ საკვანძო ობიექტს წარმოადგენს. The post რუსეთის სამარის ოლქში სამრეწველო საწარმოზე სარაკეტო იერიში განხორციელდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი