მიჩიგანის შტატში სროლას 6 ადამიანი ემსხვერპლა
ამერიკის შეერთებულ შტატებში, მიჩიგანის შტატის მისოუკის ოლქში მომხდარ სროლად 6 ადამიანი ემსხვერპლა. მედიის ინფორმაციით, პოლიციამ პირველი შეტყობინება ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩენილი სროლის შესახებ მიიღო. ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა 3 გარდაცვლილი და 1 მძიმედ დაჭრილი მოქალაქე აღმოაჩინეს. სავარაუდო დამნაშავემ, 39 წლის ჩად ჰიკმენმა ტერიტორია პოლიციის მოსვლამდე დატოვა, რის გამოც სამართალდამცველებმა მასზე მასშტაბური ძებნა გამოაცხადეს. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისას ოფიცრებმა სხვა მისამართზე კიდევ ერთი მოკლულის ცხედარი იპოვეს. მოგვიანებით, პოლიციამ უიტლოკის ტბის მიმდებარედ მიაგნო ძებნილის ავტომობილს, სადაც თავად ეჭვმიტანილი და კიდევ ერთი პირი უკვე გარდაცვლილები იყვნენ. The post მიჩიგანის შტატში სროლას 6 ადამიანი ემსხვერპლა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →