,,აშშ სამხრეთ კორეასთან ერთობლივ სამხედრო წვრთნებს მნიშვნელოვნად შეამცირებს” – ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები სამხრეთ კორეასთან ერთობლივ სამხედრო წვრთნებს მნიშვნელოვნად შეამცირებს. მისი თქმით, გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან არსებული „ძალიან კარგი ურთიერთობაა“. ტრამპის შეფასებით, აღნიშნული წვრთნები საკმაოდ ძვირადღირებულია და შეუსაბამო, მტრულ სიგნალს აგზავნის. ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ სამხრეთ კორეამ უარი თქვა აშშ-თან ერთად ირანის ბირთვული განიარაღების პროცესში მონაწილეობაზე. მანამდე აშშ-ისა და სამხრეთ კორეის სამხედრო ხელმძღვანელობამ 11-დღიანი ყოველწლიური წვრთნების დაწყება დააანონსა, რომელშიც 18 000 სამხრეთკორეელი სამხედრო უნდა ჩაერთოს. The post ,,აშშ სამხრეთ კორეასთან ერთობლივ სამხედრო წვრთნებს მნიშვნელოვნად შეამცირებს” – ტრამპი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →