გურჯაანში, მიწისქვეშა სათავსოში ჩავარდნის შედეგად 60 წლის მამაკაცი გარდაიცვალა
გურჯაანში, ე.წ. ობელისკების ტერიტორიაზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 60 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა დიდების მემორიალის ჩასასვლელში გამთენიისას მოხდა. ამორტიზირებული ბეტონის საფარი ჩატყდა, რის გამოც მამაკაცი მიწისქვეშა წყლის ძველ, წლების წინ გაუქმებულ სათავსოში ჩავარდა. ადგილობრივების თქმით, ტერიტორიას გრუნტი და მწვანე საფარი ფარავს, რის გამოც ვიზუალურად უსაფრთხო ჩანს, თუმცა რეალურად საფარმა სიმძიმეს ვეღარ გაუძლო. მოსახლეობის განცხადებით, აღნიშნული ადგილი ბავშვების სათამაშო და საზოგადოებრივი თავშეყრის სივრცეა, თუმცა სრულად მოუწესრიგებელი იყო. ადგილობრივები ამბობენ, რომ მერიას საფრთხის შესახებ რეაგირებას სისტემატურად სთხოვდნენ, ახლა კი შესაბამისი უწყებებისგან პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვენ. The post გურჯაანში, მიწისქვეშა სათავსოში ჩავარდნის შედეგად 60 წლის მამაკაცი გარდაიცვალა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →