სააგენტო "პარალელი"
“წვიმის ტურიზმის” განვითარება თავში არ მოუვიდათ არც ტროპიკულ ქვეყნებს – ნუ, არც სუბტროპიკულებს. ეს იდეა მხოლოდ ჩვენთან გაჩნდა” – გოჩა მირცხულავა
უხვი ნალექის შედეგად დატბორილ თბილისის ქუჩებს სოციალურ ქსელში ირონიული პოსტით ეხმაურება ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა:
“ასეთი დაუნახავობაც აღარ შეიძლება, რა გჭირთ მართლა, ხალხო?
თბილისს წვიმის ტურიზმისთვის ტესტავენ – თქვენ კიდევ კოლექტორებზე, კანალიზაციებზე, ჭებზე და ჯანდაბაზე საუბრობთ.
წვიმის ტურიზმის განვითარება მომავალ წელს, მაისიდან სექტემბრამდე, ქვეყნის ელიტის ფინანსური მდგრადობის უმთავრესი წყარო გახდება.
თქვენ კიდევ ღლიცინებთ.
„წვიმის ტურიზმის“ განვითარება თავში არ მოუვიდათ არც ტროპიკულ ქვეყნებს – ნუ, არც სუბტროპიკულებს. ეს იდეა მხოლოდ ჩვენთან გაჩნდა. დაინახეთ რამე სწორად და ნუ ხართ მუდმივად ჩასაფრებულები…
უდიდესი რესურსი იხარჯება იმისთვის, რომ პროცესი სათანადოდ დაიტესტოს: წვიმის შემდეგ გზები გაიწმინდოს, ცალკეულ ადგილებში წყალი ამოიტუმბოს და ასე შემდეგ.
თქვენ კიდევ…
ეჰჰჰ…“, – წერს გოჩა მირცხულავა.
“წვიმის ტურიზმის” განვითარება თავში არ მოუვიდათ არც ტროპიკულ ქვეყნებს – ნუ, არც სუბტროპიკულებს. ეს იდეა მხოლოდ ჩვენთან გაჩნდა” – გოჩა მირცხულავა
პარალელი