,,აშშ ელოდება, რომ ჰამასი უახლოეს პერიოდში განიარაღებას დაიწყებს” – ჯარედ კუშნერი
აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, ჯარედ კუშნერის განცხადებით, ვაშინგტონი ელოდება, რომ „ჰამასი“ მომდევნო 60-90 დღის განმავლობაში გვირაბებში არსებული იარაღის ჩაბარებას დაიწყებს. მედიასთან საუბრისას, კუშნერმა აღნიშნა, რომ თუ დაჯგუფება ამ ვალდებულებას არ შეასრულებს, აშშ მზად იქნება, ისრაელის შემდგომ სამხედრო მოქმედებებს სრული მხარდაჭერა გამოუცხადოს. მანვე დასძინა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ოთხსაათიანი შეხვედრა „ძალიან კარგი“ იყო და მხარეებმა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა მთავარი საკითხი განიხილეს. ინტერვიუში კუშნერმა ირანთან ურთიერთობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ თეირანთან შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია, თუ ის ბირთვული იარაღის შექმნაზე უარს იტყვის და რეგიონში ტერორისტული ჯგუფების დაფინანსებას შეწყვეტს. The post ,,აშშ ელოდება, რომ ჰამასი უახლოეს პერიოდში განიარაღებას დაიწყებს” – ჯარედ კუშნერი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →