შავ ზღვაში რუსული ნავთობით დატვირთულ ტანკერზე თავდასხმა განხორციელდა
შავ ზღვაში, ნოვოროსიისკთან ახლოს, ბერძნულ ტანკერზე თავდასხმა განხორციელდა. Bloomberg-ზე დაყრდნობით უკრაინული მედია წერს, რომ ინციდენტი კასპიის მილსადენის კონსორციუმის ტერმინალში რუსული ნავთობის დატვირთვის შემდეგ მოხდა. გავრცელებული ცნობებით, ტანკერს, რომელსაც დაახლოებით 1 მილიონი ბარელი ნავთობის გადაზიდვა შეუძლია, რუსული ნედლეული გადაჰქონდა. თავდასხმის შედეგად ეკიპაჟის წევრები არ დაშავებულან. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის თხოვნის შემდეგ უკრაინა დათანხმდა, რომ აღნიშნული ტერმინალის ინფრასტრუქტურასა და არარუსულ ტანკერებს არ დაარტყამს, თუმცა ეს პირობა არ ვრცელდება იმ გემებზე, რომლებიც სანქციების ქვეშ იმყოფებიან ან რუსული ნავთობი გადააქვთ. The post შავ ზღვაში რუსული ნავთობით დატვირთულ ტანკერზე თავდასხმა განხორციელდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →