აშშ-მა საეთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს თავმჯდომარეს სანქციები დაუწესა
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ინფორმაციით, აშშ-მა საეთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს თავმჯდომარის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. განცხადების თანახმად, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ჰააგის სასამართლოს) თავმჯდომარე, ტომოკო აკანე SDN სიაში ირიცხება, რომელიც ფიზიკურ პირებს მოიცავს, რომლებზეც სანქციები ვრცელდება. ცნობისთვის, მანამდე აშშ-მა სანქციები შემოიღო ჰააგის სასამართლოს რიგი მოსამართლეების წინააღმდეგ. 2025 წლის თებერვალში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც სანქციები დაუწესა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს აშშ-სა და მისი მოკავშირეების, მათ შორის ისრაელის, წინააღმდეგ ქმედებების გამო. The post აშშ-მა საეთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს თავმჯდომარეს სანქციები დაუწესა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →