სიახლე

დღეს ფერისცვალებაა — სადღესასწაულო წირვას შიო მესამე სამთავროს დედათა მონასტერში აღავლენს

GuriaNews

მართლმადიდებლები დღეს ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავენ. ფერისცვალება 12 უდიდეს დღესასწაულს შორისაა. სახარების მიხედვით, ამ დღეს მაცხოვარმა სამი მოციქული: იაკობი, იოანე და პეტრე თაბორის მთაზე აიყვანა და მათ წინაშე ფერი იცვალა. საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაულზე, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას აღავლენს სამთავროს წმინდა ნინოს […] The post დღეს ფერისცვალებაა — სადღესასწაულო წირვას შიო მესამე სამთავროს დედათა მონასტერში აღავლენს appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

მართლმადიდებლები დღეს ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავენ. ფერისცვალება 12 უდიდეს დღესასწაულს შორისაა.

სახარების მიხედვით, ამ დღეს მაცხოვარმა სამი მოციქული: იაკობი, იოანე და პეტრე თაბორის მთაზე აიყვანა და მათ წინაშე ფერი იცვალა.

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით,  მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაულზე, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას აღავლენს სამთავროს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში, ფერისცვალების სახელობის ტაძარში.

ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.

The post დღეს ფერისცვალებაა — სადღესასწაულო წირვას შიო მესამე სამთავროს დედათა მონასტერში აღავლენს appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი