სიახლე
,,1953 წლის გადატრიალება უცხო ქვეყნების აგრესია იყო” – ირანის საგარეო უწყება
მედიაცენტრი
1953 წლის სახელმწიფო გადატრიალება იყო აშშ-ისა და ბრიტანეთის პირდაპირი ჩარევა ირანელი ერის თვითგამორკვევის უფლებაში – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ქაზემ ღარიბაბადიმ 1953 წლის მოვლენების მორიგ წლისთავზე განაცხადა. „ერის ბედში უცხო ქვეყნის ჩარევა, რა სახელითაც არ უნდა იყოს ეს, კოლონიალიზმი და ხალხის სუვერენიტეტის უფლების წინააღმდეგ აგრესიაა. თაობები იცვლებიან, მაგრამ ერთი სიმართლე უცვლელია: ქვეყანა, რომელიც თავის ბედს უცხოელებს გადასცემს, მძიმე ფასს გადაიხდის. მაგრამ დღეს ირანი თავად განსაზღვრავს საკუთარ ბედს. ჩვენი ერი ზეწოლის ქვეშ უკან არ იხევს“, – აღნიშნა ქაზემ ღარიბაბადიმ. The post ,,1953 წლის გადატრიალება უცხო ქვეყნების აგრესია იყო” – ირანის საგარეო უწყება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.