უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო ტყვეები გაცვალეს
უკრაინასა და რუსეთს შორის სამხედრო ტყვეების მორიგი გაცვლა განხორციელდა. არაბთა გაერთიანებული საამიროების შუამავლობით მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, მხარეებმა 103-103 სამხედრო ტყვე გაცვალეს. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსული ტყვეობიდან სამშობლოში დაბრუნდნენ შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიისა და სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლები. „გათავისუფლებულებს შორის არიან ჯარისკაცები, რომლებიც უკრაინას იცავდნენ მარიუპოლში, დონეცკში, ლუგანსკში, ხარკოვში, ზაპოროჟიეში, ხერსონში, დნეპრსა და სუმიში“, -აღნიშნა ზელენსკიმ. მან მადლობა გადაუხადა უკრაინელ მებრძოლებს, რომელთაც თავიანთი მოქმედებებით „გაცვლის ფონდის“ შევსებასა და ტყვეების დაბრუნებას შეუწყეს ხელი. ინფორმაციას ტყვეთა გაცვლის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროც ადასტურებს. უწყების ცნობით, კიევის მიერ გადაცემული 103 რუსი სამხედრო მოსამსახურე… The post უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო ტყვეები გაცვალეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →