უკრაინის უმაღლესმა რადამ თავდაცვის მინისტრად ევგენი ხმარა დაამტკიცა
უკრაინის უმაღლესმა რადამ თავდაცვის მინისტრად ევგენი ხმარა დაამტკიცა – ამ თანამდებობაზე მან მიხაილო ფედოროვი შეცვალა. ევგენი ხმარას კანდიდატურას მხარი 312-მა დეპუტატმა დაუჭირა. ახლად დანიშნულმა მინისტრმა პარლამენტის წინაშე ფიცი უკვე დადო. მან აღნიშნა, რომ სამხედრო სამსახური უკვე დატოვა, რადგან უკრაინის კანონმდებლობით თავდაცვის უწყებას სამოქალაქო პირი უნდა ეუდგეს სათავეში. „საჭიროა ინიციატივის ხელში ჩაგდება ყველა მიმართულებით – ხმელეთზე, ზღვაზე, ჰაერში და საინფორმაციო სივრცეში. ყველაფერი სწრაფად უნდა გაკეთდეს. არმიას იარაღი სჭირდება. შესყიდვები მხოლოდ ფრონტის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ვინმეს პირად ინტერესებს“, – განაცხადა ხმარამ. მანვე აღნიშნა, რომ მობილიზაციასთან დაკავშირებით „კომპლექსური გადაწყვეტილებაა“ მისაღები, რაც… The post უკრაინის უმაღლესმა რადამ თავდაცვის მინისტრად ევგენი ხმარა დაამტკიცა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →