ტრაპიზონში, პოლიციის განყოფილების ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, დრონი ჩამოვარდა
ტრაპიზონში, პოლიციის განყოფილების ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, დრონი ჩამოვარდა. თურქული მედიის ცნობით, ობიექტი შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე არსინის რაიონის პოლიციის განყოფილების ეზოში დაეცა. დაზიანდა ეზოში გაჩერებული ავტომობილები, ასევე ჩაიმსხვრა პოლიციის შენობისა და მიმდებარე დაწესებულებების ფანჯრები. დრონის ჩამოვარდნის მომენტი სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა. სამართალდამცველებმა ტერიტორია შემოსაზღვრეს, ხოლო კრიმინალისტებმა და გამნაღმველებმა ნამსხვრევები შეისწავლეს. ტრაპიზონის გუბერნატორმა, ტაჰირ შაჰინმა განაცხადა, რომ წინასწარი შეფასებით, ჩამოვარდნილი ობიექტი უპილოტო საფრენი აპარატია, თუმცა მისი ზუსტი წარმომავლობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის. შაჰინის თქმით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ამ ეტაპზე უცნობია, საიდან გამოჩნდა ობიექტი და რატომ ჩამოვარდა. The post ტრაპიზონში, პოლიციის განყოფილების ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, დრონი ჩამოვარდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →