სიახლე

მოლდოვის საჰაერო სივრცე რუსულმა დრონმა დაარღვია

მედიაცენტრი

მოლდოვის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის საჰაერო სივრცე უკრაინაზე რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის დროს, სავარაუდოდ, „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენმა აპარატმა დაარღვია. უწყების ცნობით, დრონი 03:16 საათზე დაფიქსირდა და მისი გადაადგილება ექვსი წუთის განმავლობაში კონტროლდებოდა. აპარატმა უკრაინიდან მოლდოვის საჰაერო სივრცეში, გაგაუზიის მიმართულებით, სოფელ ეტულიასთან შეაღწია, ხოლო 03:22 საათზე ტერიტორია დატოვა და კვლავ უკრაინის მიმართულებით იმოძრავა. უკრაინაზე რუსეთის მორიგი იერიშის გამო სამხედრო ავიაცია პოლონეთმაც გაააქტიურა. The post მოლდოვის საჰაერო სივრცე რუსულმა დრონმა დაარღვია appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი