ევროკომისიის პრეზიდენტი მიუღებლად მიიჩნევს ისრაელის მიერ, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ახალი დასახლებების მშენებლობას
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მიუღებლად მიიჩნევს ისრაელის მიერ მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, იერუსალიმიდან აღმოსავლეთით ახალი დასახლებების მშენებლობას. მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოება დიდი ხანია, ეწინააღმდეგება დასახლებების გაფართოებას და აქამდეც არაერთხელ გამოხატა სერიოზული შეშფოთება, როგორც პირადი, ისე საჯარო არხებით. ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, E1-ის დასახლება საფრთხეს უქმნის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტის პერსპექტივას, რადგან სანაპირო ზოლს ორად ჰყოფს. ამგვარად, ევროკომისიის პრეზიდენტი შეუერთდა დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდების, კანადის, ნორვეგიის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, შვედეთის, ბელგიის, ესპანეთის, ავსტრიისა და საბერძნეთის ლიდერების ერთობლივ განცხადებას, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით, დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის დასახლებები უკანონოა.… The post ევროკომისიის პრეზიდენტი მიუღებლად მიიჩნევს ისრაელის მიერ, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ახალი დასახლებების მშენებლობას appeared firs…
პირველწყარო →