ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ 75 ქვეყნისთვის ვიზის გაცემის აკრძალვა გააუქმა
ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის ფედერალური რაიონული სასამართლოს მოსამართლე ჟანეტ ვარგასმა გააუქმა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ 75 ქვეყნისთვის საიმიგრაციო ვიზების აკრძალვა. მოსამართლემ დაადგინა, რომ ეს პოლიტიკა კანონს ეწინააღმდეგება და სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს, იურიდიულ უფლებამოსილებას სცილდება. მოსამართლის 61-გვერდიან გადაწყვეტილებაში უარყოფილია ადმინისტრაციის საჯარო დასაბუთება ამ პოლიტიკის შესახებ რომ სამიზნე ქვეყნებიდან მიგრანტები საზოგადოებრივი შეღავათებით ისარგებლებდნენ და „ამერიკელებისთვის ფინანსურ ტვირთად“ იქცევიან. მოსამართლე ვარგასის გადაწყვეტილება ასევე აუქმებს ყველა იმ ვიზაზე უარს, რომელიც მხოლოდ ამ პოლიტიკას ეფუძნებოდა და რომელიც იანვარში შევიდა ძალაში. ეს კი ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ ათასობით ძველი სავიზო განაცხადის ხელახლა განხილვა გახდეს… The post ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ 75 ქვეყნისთვის ვიზის გაცემის აკრძალვა გააუქმა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →