იმერეთში 67 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, აღნიშნული პირი 11 წლის გოგოს სექსუალურ შევიწროებაში იყო ეჭვმიტანილი.
გავრცელებული ცნობით, კაცი არასრულწლოვანს ურეკავდა, რის შესახებაც ბავშვმა მშობლებს შეატყობინა და მტკიცებულებები შინაგან საქმეთა სამინისტროს მიაწოდეს.
The post 67 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს appeared first on გურია ნიუსი.