ბორჯომისა და ბაკურიანის სატყეო უბანზე ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები დაიწყო
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, ბორჯომისა და ბაკურიანის სატყეო უბანზე ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები დაიწყო. საველე სამუშაოებს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი ადგილზე გაეცნო. ინვენტარიზაციის სამუშაოები 45 727 ჰა ფართობზე განხორციელდება, რის შემდეგაც ტყის მართვის გეგმა შემუშავდება, სადაც ასახული იქნება ყველა სატყეო-სამეურნეო ღონისძიება მომდევნო ათწლიანი პერიოდისთვის. მათ შორის, სანიტარიული ჭრები, ტყის აღდგენის ღონისძიებები, სატყეო გზების მოწყობა თუ სხვა. „ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები, რაც ერთობლიობაში უზრუნველყოფს ქვეყნის ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებას. ტყის ინვენტარიზაცია ტყის მართვის სამოქმედო გეგმის საფუძველია, რათა სწორად და ეფექტიანად დავგეგმოთ სატყეო-სამეურნეო… The post ბორჯომისა და ბაკურიანის სატყეო უბანზე ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები დაიწყო appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →