სიახლე

“გაუქმდეს Eagle Hills-თან დადებული ხელშეკრულება” — ხელმოწერების შეგროვება თბილისის ქუჩებში

Radio NOR

20 აგვისტოს საღამოს მეტრო „დელისის" მიმდებარე ტერიტორიაზე ხელმოწერების პუნქტი მუშაობდა: გამვლელები ადგილზევე აწერდნენ ხელს პეტიციას, რომელიც Eagle Hills-თან დადებული ხელშეკრულების გაუქმებასა და კრწანისის ტყე-პარკის დაცვას ითხოვს. აქციის ორგანიზატორები ხელმოწერებს იმისთვის აგროვებენ, რომ 12 სექტემბერს, 12:00 საათზე, კრწანისის ტყეში მასობრივი შეკრება გამართონ — კრწანისის ბრძოლიდან 231 წლისთავზე. ფოტო: ხელმოწერების შეგროვება მეტრო „დელისთან", 20 აგვისტო. ფოტო: რადიო NOR მოთხოვნა პეტიცია 11 აგვისტოს გამოქვეყნდა ონლაინ-პლატფორმაზე peticia.org, სადაც საქართველოს სრულწლოვან მოქალაქეს ხელმოწერის ღიად ან ანონიმურად დაფიქსირება შეუძლია. ავტორები ორ რამეს ითხოვენ: Eagle Hills-თან დადებული ხელშეკრულების გაუქმებას და, სანამ ეს მოხდება, სრული ხელშეკრულებისა და მისი ყველა დანართის გამოქვეყნებას. მათი თქმით, სანამ დოკუმენტი დახურულია, ვერავინ დაამტკიცებს, რომ პროექტი ქვეყნის ინტერესს ემსახურება. წინააღმდეგობა განცხადებაში ნათქვამია, რომ პროექტი ორიენტირებულია უცხოელებზე, მათ შორის მათზე, ვისაც საქართ…

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი