სიახლე

“ივანიშვილმა კი არ ჩამოაწერა ხალხს სესხები, არამედ მთელი ტვირთი ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს აჰკიდა” – რომან გოცირიძე

პარალელი

სააგენტო "პარალელი" “ივანიშვილმა კი არ ჩამოაწერა ხალხს სესხები, არამედ მთელი ტვირთი ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს აჰკიდა” – რომან გოცირიძე “გავრცელა ინფორმაცია, რომ თურმე ივანიშვილის მიერ ბანკის კრედიტების ჩამოწერა ბლეფი ყოფილა და ეს სესხები გაცოცხლდა. ამან ხალხი ააფორიაქა, განსაკუთრებით ემიგრანტები. რამდენიმემ დამირეკა ახლა უცხოეთიდან მესინჯერით და რამდენიმემ მომწერა კიდევაც. მათ ის ადარდებთ, რომ ფულს რიცხავენ საქართველოს ბანკებში გახსნილ ანაბრებზე. ის ძველი სესხები თუ არაა ჩამოწერილი, თავი ფული, დაგროვებული პროცენტებითურთ, გაუნადგურებს მათ დანაზოგებს. ჩემო პასუხი ასეთია: […] “ივანიშვილმა კი არ ჩამოაწერა ხალხს სესხები, არამედ მთელი ტვირთი ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს აჰკიდა” – რომან გოცირიძე პარალელი

პირველწყარო →

სააგენტო "პარალელი"
“ივანიშვილმა კი არ ჩამოაწერა ხალხს სესხები, არამედ მთელი ტვირთი ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს აჰკიდა” – რომან გოცირიძე

“გავრცელა ინფორმაცია, რომ თურმე ივანიშვილის მიერ ბანკის კრედიტების ჩამოწერა ბლეფი ყოფილა და ეს სესხები გაცოცხლდა. ამან ხალხი ააფორიაქა, განსაკუთრებით ემიგრანტები. რამდენიმემ დამირეკა ახლა უცხოეთიდან მესინჯერით და რამდენიმემ მომწერა კიდევაც. მათ ის ადარდებთ, რომ ფულს რიცხავენ საქართველოს ბანკებში გახსნილ ანაბრებზე. ის ძველი სესხები თუ არაა ჩამოწერილი, თავი ფული, დაგროვებული პროცენტებითურთ, გაუნადგურებს მათ დანაზოგებს.

ჩემო პასუხი ასეთია: მშვიდად იყვნენ, ეს ასე არ არის. ალბათ, ვისაც გაქვითული სესხების დასაბრუნებლად მიმართეს ან შეცდომაა, ან იმაზე მეტი ჰქონდა სესხი აღებული, ვიდრე დაფარვის ლიმიტით იყო გათვალისწინებული და იმაზე ედავებიან. შესაძლოა სხვა მიზეზიც იყოს-არ შეიძლება ცალკეული შემთხვევის განზოგადება“, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი რომან გოცირიძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 2018 წელს საქართველოს ცალკეული მოქალაქეებისათვის ჩამოწერილი სესხები “გაცოცხლდა” და საკითხის უმოკლეს ვადაში კარკვევის ვარაუდი გამოთქვა, რასაც მალევე “ქართუს” განცხადება მოჰყვა, გავცელებული ინფორმაციის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით და დაადასტურა რომან გოცირიძის ვარაუდები:

“ქართუს” განცხადებამ 615 ათასი ადამიანი ერთ წუთში გააბედნიერა – არ გაცოცხლებულა ივანიშვილის მიერ ჩამოწერილი სესხებიო. გუშინ შოკშიჩავარდნილი ხალხი დღეს ივანიშვილის მადლიერია. ასე იცის დაუფიქრებელმა პიარმა თუ გადაუმოწმებელი ინფორმაციის უკრიტიკოდ გავრცელებამ. თუ ვინმეს ეგონა, რომ ამით “ოცნების” რეჟიმს ზიანი მიაყენა, საპირისპირო შედეგი მიიღო. ეს არაა ერთეული შემთხვევა, ასეთი რამ ხშირად ხდება.

ივანიშვილმა კი არ ჩამოაწერა ხალხს სესხები (იყიდა ბანკებისგან ვალები), არამედ მთელი ტვირთი ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს აჰკიდა“, – წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

“ივანიშვილმა კი არ ჩამოაწერა ხალხს სესხები, არამედ მთელი ტვირთი ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს აჰკიდა” – რომან გოცირიძე
პარალელი


მსგავსი