სააგენტო "პარალელი"
“ღარიბაშვილს თუ მართლა უნდა ბრძოლა, როგორც თავად დაანონსა, მხოლოდ ერთი რამე აქვს გასაკეთებელი: ილაპარაკოს სიმართლე ყველაფერზე” – მერაბ მეტრეველი
ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ეხმაურება ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დაანონსებულ ბრძოლას სიმართლისთვის, ცალკეულ ფაქტებს იხსენებს და კონკრეტულ შეთავაზებებს აკეთებს მთავრობის ყოფილი მეთაურის მიმართ:
“ღარიბაშვილს თუ მართლა უნდა ბრძოლა, როგორც თავად დაანონსა, მხოლოდ ერთი რამე აქვს გასაკეთებელი: ილაპარაკოს სიმართლე ყველაფერზე. ბიძინას დაგეგმილი და გაკეთებული რამდენი სიბინძურე ეცოდინება, ხომ წარმოგიდგენიათ!
პირველ რიგში კი უნდა თქვას, მართლა ითხოვდა თუ არა „დიფ სტეიტი“ მისგან ქვეყნის ომში ჩართვას.
სახელისუფლებო პროპაგანდის მთვარი ღერძი დღეს ესაა და სწორედ ამაზე დგას დასავლეთის გაშავების მთელი სტრატეგია, ღარიბაშვილს შეხვდა „დიფ სტეიტის“ წარმოადგენელი და მუშტები ურტყა მაგიდაზეო.
მხოლოდ მას შეუძლია ეს დაადასტურს, ან უარყოს.
გემახსოვრებათ, ჯერ საცადეს „ომში გვითრევდნენ“ ნარატივი ბიძინას და კელი დეგნანის შეხვედრით გაემყარებინათ. ბიძინამ გაასაჯაროვა მისი და ამერიკის მაშინდელი ელჩის დახურული შევხედრის ფაქტი, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, ის კი ვეღარ თქვეს, ამ შევხედრაზე დეგნანმა ბიძინასგან ომში ჩართვა მოითხოვაო.
მაშინ სოზარ სუბარი გამოვიდა და განაცხადა: კელი დეგნანი ისეთი სულელი არაა, სხვის სახლში მისულიყო და ომზე პირდაპირი ლაპრაკი დაეწყოო (ანუ აუცილებლად იფიქრებდა, აქ ჩამწერები არ იყოსო და ასეთი რამის თქმას მოერიდებოდაო). შესაბამისად, ქარაგმებით ლაპარაკობდაო.
მოკლედ, გაიჭედნენ, ბოდიალი დაიწყეს და ბოლოს სრული სიგიჟე თქვეს: კელიმ ბიძინას პოლიტიკაში დაბრუნება მოსთხოვა, რაც ქვეყნის ომში ჩართვას ნიშნავდაო. რომ ვიკითხეთ, ეს რატომ ნიშნავდა ომში ჩართვასო, პასუხი არ ჰქონდათ.
უხერხული მდგომარეობიდან საბოლოდ გამოსაძვრომად ღარიბაშვილი იპოვეს, ბიძინას კი არა მას შეხვდა „დიფ სტეიტის“ ემისარი და მას უგრიხავდა ხელებსო (აბა, ბიძინას ხელების გადაგრეხვას ანუ მაგიდაზე მუშტების დარტყმას ვინ გაუბედავდა!). ჰოდა, ახლა ღარიბაშვილს შეუძლია ეს პროპაგანდა ჩამოანგრიოს და ისინი ისევ იმ უხერხულ მდგომარეობაში შეაძვრინოს“, – წერს მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში.
“ღარიბაშვილს თუ მართლა უნდა ბრძოლა, როგორც თავად დაანონსა, მხოლოდ ერთი რამე აქვს გასაკეთებელი: ილაპარაკოს სიმართლე ყველაფერზე” – მერაბ მეტრეველი
პარალელი