სიახლე
სოფელ ბუკნარში სანდასუფთავების მანქანა ამავე კომპანიის თანამშრომელს დაეჯახა
Timer
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში სანდასუფთავების მანქანა ამავე კომპანიის თანამშრომელს დაეჯახა – კაცი ადგილზე დაიღუპა. ინფორმაციას გამოცემა ბათუმელები ავრცელებს და თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ დასუფთავების მანქანა უკუსვლით მოძრაობდა, რა დროსაც ის თანამშრომელს დაეჯახა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. Source
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.