,,რუსულ და ამერიკულ სპეცსამსახურებს შორის კონტაქტები პოზიტიური მოვლენაა” – პესკოვი
კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის სპეცსამსახურებსა და აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორ ჯონ რატკლიფს შორის კონტაქტები შედგა, რომლის შესახებ ინფორმაციას ვლადიმერ პუტინს მიაწვდიან. მან დააზუსტა, რომ თავად პუტინსა და რატკლიფს შორის შეხვედრა არ შემდგარა. პესკოვმა თავი შეიკავა იმის დაზუსტებისგან, უკავშირდებოდა თუ არა კომუნიკაცია უკრაინის ან ირანის თემებს, თუმცა სპეცსამსახურებს შორის ამგვარ კონტაქტებს „პოზიტიური მოვლენა“ უწოდა, მიუხედავად იმისა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული კრიზისიდან გამოსვლის შეფასება ჯერ ნაადრევად მიაჩნია. გარდა ამისა, კრემლის წარმომადგენელი გამოეხმაურა უკრაინის ყოფილი თავდაცვის მინისტრის, მიხაილო ფედოროვის განცხადებას კიევის ეტაპობრივი მარცხის შესახებ. პესკოვის თქმით, „კიევის რეჟიმი… The post ,,რუსულ და ამერიკულ სპეცსამსახურებს შორის კონტაქტები პოზიტიური მოვლენაა” – პესკოვი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →