სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს, სერჟ სარგსიანს შინაპატიმრობა შეუფარდეს
სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს, სერჟ სარგსიანს აღკვეთის ღონისძიების სახით შინაპატიმრობა შეუფარდეს. სარგსიანის წინააღმდეგ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების, თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების მუხლით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. როგორც ცნობილია, ამ საქმეზე გუშინ კიდევ ექვსი ადამიანი დააკავეს. მათგან რამდენიმე პირს, მათ შორის სერჟ სარგსიანის საქმეში ბრალდებულებს, აღკვეთის ღონისძიების სახით შინაპატიმრობა შეეფარდათ. ასევე, გუშინ სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი და მისი ვაჟი სედრაკ ქოჩარიანი ანტიკორუფციული კომიტეტის მიერ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დააკავეს. დაკავებამდე ქვეყნის ანტიკორუფციულმა კომიტეტმა რობერტ ქოჩარიანისა და მისი ოჯახის წევრების კუთვნილ რამდენიმე ათეულ მისამართზე ჩხრეკა… The post სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს, სერჟ სარგსიანს შინაპატიმრობა შეუფარდეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →