სიახლე

“ქოცების მხარეს გადავდივარ, თუ ამ კითხვებზე პასუხს გამცემენ…” – ლელა ჯეჯელავა

პარალელი

სააგენტო "პარალელი" “ქოცების მხარეს გადავდივარ, თუ ამ კითხვებზე პასუხს გამცემენ…” – ლელა ჯეჯელავა ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, კონკრეტული ფაქტების გახსენებით, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერებს მიმართავს: “ქოცების მხარეს გადავდივარ, თუ ამ კითხვებზე პასუხს გამცემენ: წელიწად ნახევარი იყო სულ ხელისუფლებაში ტრიუმფით მოსული ივანიშვილი, მეტი მზის შუქზე ყოფნა ვერ გაქაჩა და ისევ გამოქვაბულში შევიდა. იმის შემდეგ პრემიერად და პრეზიდენტად ვინც დაგვინიშნა, ყველას ერჩის, მოღალატეს და კორუმპირებულს ეძახის, ზოგი ციხეშია, […] “ქოცების მხარეს გადავდივარ, თუ ამ კითხვებზე პასუხს გამცემენ…” – ლელა ჯეჯელავა პარალელი

პირველწყარო →

სააგენტო "პარალელი"
“ქოცების მხარეს გადავდივარ, თუ ამ კითხვებზე პასუხს გამცემენ…” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, კონკრეტული ფაქტების გახსენებით, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერებს მიმართავს:

“ქოცების მხარეს გადავდივარ, თუ ამ კითხვებზე პასუხს გამცემენ:

წელიწად ნახევარი იყო სულ ხელისუფლებაში ტრიუმფით მოსული ივანიშვილი, მეტი მზის შუქზე ყოფნა ვერ გაქაჩა და ისევ გამოქვაბულში შევიდა. იმის შემდეგ პრემიერად და პრეზიდენტად ვინც დაგვინიშნა, ყველას ერჩის, მოღალატეს და კორუმპირებულს ეძახის, ზოგი ციხეშია, ზოგი გაქცეულია, ზოგს წინ ელოდება ეს ყველაფერი. გადაცემის წაყვანა სცადა და მტერს და ავს, ისეთი საყურებელი იყო, არასამთავრობო დაარსა, გვითხრა პირველი მოქალაქე ვარო და ერთი დღე არ უმუშავია ამ ორგანიზაციას, სამაგიეროდ სისტემა მიუქსია იმ მოქალაქეებს, ვისაც ამ სიტყვის მნიშვნელობა ესმოდა და ციხეები აავსო აქტიური მოქალაქეებით, დანარჩენები დაამუნჯა.

ამდენი უგზო – უკვლოდ გამქრალი ახალგაზრდა, მე ომის დროსაც არ მაგონდება, არა თუ მშვიდობის დროს. პრემიერი ვერ შეარჩია, მინისტრი ვერ შეარჩია, ქვეყანას პარტნიორები დააკარგვინა, მებაღიდან დაწყებული ოჯახის ახლობლებით დამთავრებული ყველას ფულის მოპარვას აბრალებს, რუსეთი ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიითვის ემზადება (თუ დაცალდა), უომრად ვაგებთ.

ჰოდა ამ კაცის სიბრძნე და სიდიადე რას ეფუძნება, ეგებ მეც გამაგებინოთ და ვაღიარებ!” – წერს ლელა ჯეჯელავა სოციალურ ქსელში.

“ქოცების მხარეს გადავდივარ, თუ ამ კითხვებზე პასუხს გამცემენ…” – ლელა ჯეჯელავა
პარალელი


მსგავსი