სიახლე

სეს-ი: ყველის 2 არალეგალურ საწარმოს საქმიანობა შეუჩერდა

GuriaNews

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, იმერეთში ყველის 2 არალეგალურ საწარმოს საქმიანობა შეუჩერდა. “ სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სამტრედიის, სოფ. მთისძირსა (ინდივიდუალური მეწარმე- ვ. კ. ) და წყალტუბოს, სოფ. ფარცხანაყანებში (ინდივიდუალური მეწარმე – ტ. თ.) ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს. სახელმწიფო კონტროლის შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი, შემდგომი რეალიზაციისთვის, ყველს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის და სავალდებულო აღიარების გარეშე […] The post სეს-ი: ყველის 2 არალეგალურ საწარმოს საქმიანობა შეუჩერდა appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, იმერეთში ყველის 2 არალეგალურ საწარმოს საქმიანობა შეუჩერდა.

“ სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სამტრედიის, სოფ. მთისძირსა (ინდივიდუალური მეწარმე- ვ. კ. ) და წყალტუბოს, სოფ. ფარცხანაყანებში (ინდივიდუალური მეწარმე – ტ. თ.) ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს.
 სახელმწიფო კონტროლის შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი, შემდგომი რეალიზაციისთვის, ყველს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის და სავალდებულო აღიარების გარეშე აწარმოებდა. ამავდროულად , ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები (ტექნოლოგიური პროცესის დარღვევა) და მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის (ეტიკეტირების) დარღვევა.

 კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ”,_ წერია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

The post სეს-ი: ყველის 2 არალეგალურ საწარმოს საქმიანობა შეუჩერდა appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი