სიახლე
ზელენსკი კიშინოვში ჩავიდა, სადაც მოლდოვისა და რუმინეთის პრეზიდენტებს შეხვდება
მედიაცენტრი
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კიშინოვში ჩავიდა, სადაც მოლდოვისა და რუმინეთის პრეზიდენტებს შეხვდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. ,,პრეზიდენტი კიშინოვში ჩავიდა მაია სანდუს მოწვევით მოლდოვის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად,” – განაცხადა ნიკიფოროვმა. მისი თქმით, თავიდან ზელენსკი ორმხრივ შეხვედრას გამართავს მოლდოვის პრეზიდენტ, მაია სანდუსთან, შემდეგ კი მათ რუმინეთის პრეზიდენტი, ნიკუშორ დანი შეუერთდება. ამის შემდეგ ლიდერები განცხადებებს გააკეთებენ მედიისთვის. The post ზელენსკი კიშინოვში ჩავიდა, სადაც მოლდოვისა და რუმინეთის პრეზიდენტებს შეხვდება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.