სიახლე
,,აშშ-სა და ირანს შორის ამჟამად არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს” – ლევიტი
მედიაცენტრი
თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ამჟამად არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს. „ახლა არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს და ეს ასე გაგრძელდება მანამ, სანამ პრეზიდენტი არ ჩათვლის, რომ ირანელები მზად არიან მოლაპარაკებების მაგიდასთან არსებითი დიალოგისთვის. ჩვენ ეს ჯერ არ გვინახავს“, – განუცხადა ლევიტმა Fox News-ს. მისი თქმით, აშშ ფოკუსირებულია ირანზე ეკონომიკური ზეწოლის განხორციელებაზე – ძალისხმევაზე, რომელსაც თეთრმა სახლმა „ოპერაცია ეკონომიკური განდევნილი“ უწოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტი „კვლავ ინარჩუნებს მოქმედების ყველა შესაძლო ვარიანტს“. The post ,,აშშ-სა და ირანს შორის ამჟამად არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს” – ლევიტი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.