სიახლე

სტიქია ბაღდათში

მედიაცენტრი

ძლიერი წვიმის შედეგად ბაღდათის მუნიციპალიტეტში გზები, საცხოვრებელი სახლების ეზოები და სახნავ-სათესი სავარგულები დაიტბორა. დაზიანებულია საავტომობილო ინფრასტრუქტურა როგორც ქალაქ ბაღდათში, ასევე მუნიციპალიტეტის სოფლებში. ბაღდათის მერიის ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურები და ააიპ „ბაღდათის კეთილმოწყობის, დასუფთავებისა და მუნიციპალური სერვისების გაერთიანების“ თანამშრომლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. სტიქიით მიყენებული ზარალის ზუსტ ოდენობას სპეციალური კომისია შეისწავლის. „მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინონ სიფრთხილე და შეიკავონ თავი გადაადგილებისგან“, – აცხადებენ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიაში. The post სტიქია ბაღდათში appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი