ვოლოდიმირ ზელენსკი მაია სანდუს შეხვდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიშინეუში მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს შეხვდა. შეხვედრა მოლდოვის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ფარგლებში გაიმართა. ორმხრივი შეხვედრისას ლიდერებმა უსაფრთხოების, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. მაია სანდუმ უკრაინას მშვიდობის შენარჩუნებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ გასულ ღამეს რუსულმა დრონებმა მოლდოვის საჰაერო სივრცე ხუთჯერ დაარღვიეს. „ჩვენ თქვენ მადლობა უნდა გადაგიხადოთ იმ მშვიდობისთვის, რომელიც გვაქვს და იმისთვის, რომ შეგვიძლია, ეს დღე მშვიდობიანად აღვნიშნოთ, მიუხედავად იმისა, რომ გასულ ღამეს ჩვენი საჰაერო სივრცე ხუთჯერ დაირღვა“, – განაცხადა სანდუმ. თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მხარდაჭერა გამოხატა მოლდოვის ევროინტეგრაციის მიმართ და აღნიშნა, რომ… The post ვოლოდიმირ ზელენსკი მაია სანდუს შეხვდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →