აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტმა დიდი ოდენობით სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, ერთი ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ,,სამართალდამცველებმა, თბილისში, ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მის მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული, 23 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონი“ და დიდი ოდენობით „ალფა პვპ“. პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები” – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც… The post აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტმა დიდი ოდენობით სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკი ამოიღო appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →