ანაკლიაში გზის მშენებლობისთვის ადგილობრივებს საკუთრებას ჩამოართმევენ
ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან მისასვლელი საავტომობილო თუ სარკინიგზო გზის მშენებლობისთვის, ადგილობრივ მოსახლეობას მიწის გარკვეული მონაკვეთები ჩამოერთმევათ. საუბარია 12 222 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის ექსპროპრიაციაზე. მინისტრის ბრძანებით, ანაკლიის პორტთან დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის პროექტი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად განისაზღვრა, ხოლო საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს იმ მიწის ნაკვეთებზე ექსპროპრიაციის უფლების მოსაპოვებლად სასამართლოსთვის მიმართვის უფლებამოსილება მიენიჭა. გათვალისწინებული მიწის ნაკვეთიდან 605 კვ.მ მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში, 1 546 კვ.მ – სოფელ ანაკლიაში, კიდევ 64 კვ.მ – დარჩელში, ხოლო 10 007 კვ.მ – სოფელ კიროვში. ზოგიერთ ნაკვეთზე ექსპროპრიაცია ასევე მოიცავს არსებულ აქტივებს, მათ შორის ღობესა და… The post ანაკლიაში გზის მშენებლობისთვის ადგილობრივებს საკუთრებას ჩამოართმევენ appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →