გორში, დღეს საღამოს, სამგზავრო მატარებელი დაახლოებით 35 წლის მამაკაცს დაეჯახა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. ინფორმაციას “ქართლის ამბები” ავრცელებს.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. რაც გულისხმობს რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.
The post სამგზავრო მატარებელი კაცს დაეჯახა appeared first on გურია ნიუსი.