სააგენტო "პარალელი"
“ვის რა უნდა დააკლოს, ამ “პოლიტიკური აბორტის” შედეგად, ქართული პოლიტსივრციდან გამოფხეკილმა ნაყოფმა?!…” – ხათუნა ხოფერია
ქართული ოპოზიციის მიმართ მწვავე, მძიმე შეფასებებს აკეთებს საქართველოს პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია:
“ქართული ე.წ. ოპოზიცია “პოლიტიკურ პრესსინგზე” გადავიდა. უტევს ყველას და ყველაფერს… უტევს ტყუილებისა და შანტაჟის გაცვეთილი მეთოდებით…
უტევს ერეკლე მეფეს, ბიძინა ივანიშვილს, ილია მეორეს და შიო მესამეს, სტალინს, ნოდარ დუმბაძეს, რობერტ სტურუას, აფხაზეთის ომის გმირებს, ქართველ მსოფლიო და ევროპის ჩემპიონ სპორტსმენებს…
“უტევს” მკვდარს და “უტევს” ცოცხალს…
არა და, თავად მკვდარს, ურეიტინგოს, უნამუსოს და უტვინოს, არც მსმენელი ჰყავს და არც ჭირისუფალი…


ასე რომ… ვის რა უნდა დააკლოს, ამ “პოლიტიკური აბორტის” შედეგად, ქართული პოლიტსივრციდან გამოფხეკილმა ნაყოფმა?!…
არც არავის და ვერც ვერაფერი…


7-8 ადამიანი, რომელიც უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების დავალებით “პოლიტიკური პრესინგის” უნიათოდ განხორციელებას ცდილობს და ადამიანების მეხსიერებაში შემორჩენილი ფაქტებით ახდენს მანიპულირებას, – გაშიფრული, ავტორიტეტდაკარგული და წყალწაღებულია!
რეალობა კი ასეთია – საქართველოს ხელისუფლებას ოპოზიცია (კლასიკური გაგებით) არ ჰყავს! მათ, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, არ ენდობიან, ფულს აღარ აძლევენ და იძულებულს ხდიან, პოლიტიკური პროსტიტუციით ირჩინონ თავი!
გეთუ!!! ჭურჭული!


(ჭურჭული – მეგრული სიტყვაა და წერტილს ნიშნავს!
)…“, – წერს სოციალურ ქსელში ხათუნა ხოფერია.
“ვის რა უნდა დააკლოს, ამ “პოლიტიკური აბორტის” შედეგად, ქართული პოლიტსივრციდან გამოფხეკილმა ნაყოფმა?!…” – ხათუნა ხოფერია
პარალელი