სიახლე

საქართველოდან მოსკოვისკენ მიმავალი ავტობუსი სატვირთოს შეეჯახა და თხრილში გადავარდა

მედიაცენტრი

რუსეთის სტავროპოლის მხარეში საქართველოდან მიმავალი ავტობუსისა და „კამაზი“-ის მარკის სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. რუსული მედიის ინფორმაციით, დაშავდა 24 ადამიანი, მათ შორის ხუთი ბავშვი. ოთხი ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო ერთი რეანიმაციაშია. ავტოსაგზაო შემთხვევა ადგილობრივი დროით ღამის 1:00 საათზე, სოფელ ინოზემცევოსთან მოხდა. „საქართველოდან მოსკოვისკენ მიმავალი Setra-ს ავტობუსის მძღოლმა არაუსაფრთხო სიჩქარე აირჩია და მის წინ მიმავალ „კამაზთან“ უსაფრთხო მანძილი ვერ შეინარჩუნა, რამაც შეჯახება გამოიწვია და ავტობუსი თხრილში გადავარდა“, – აცხადებენ სახელმწიფო საგზაო უსაფრთხოების ინსპექციაში. The post საქართველოდან მოსკოვისკენ მიმავალი ავტობუსი სატვირთოს შეეჯახა და თხრილში გადავარდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი