სიახლე

ირანმა აშშ-ის ბაზებზე საპასუხო დარტყმები განახორციელა

მედიაცენტრი

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა, ლარაკის კუნძულზე ამერიკული იერიშის შემდეგ, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე თავდაცვის მიზნით საპასუხო დარტყმები მიიტანეს. ოფიციალური თეირანის ცნობით, ამერიკულ თავდასხმას რამდენიმე სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, რის შემდეგაც ირანმა შეტევაში მონაწილე და მისი მხარდამჭერი ბაზების მიმართულებით „თავდაცვითი და შემაკავებელი დარტყმები“ განახორციელა. „ირანის ისლამური რესპუბლიკა უყოყმანოდ გამოიყენებს თავდაცვის ლეგიტიმური უფლებას და გადამწყვეტად უპასუხებს მტრის ყველა სამხედრო აგრესიას“, – აღნიშნულია ირანის საგარეო უწყების განცხადებაში. სამინისტროში ასევე ხაზს უსვამენ, რომ პასუხისმგებლობას ის ქვეყნებიც გაიზიარებენ, რომლებიც აშშ-ის ოპერაციებს ხელს უწყობენ. The post ირანმა აშშ-ის ბაზებზე საპასუხო დარტყმები განახორციელა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი