Google Maps-მა აშშ-ში „ონტარიოს ტბას“ სახელი შეუცვალა და „ამერიკის ტბა“ უწოდა
კანადასთან მიმდინარე მწვავე სავაჭრო დაპირისპირების ფონზე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას ონტარიოს ტბის სახელის ოფიციალურად გადარქმევის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, ტექნოლოგიურმა გიგანტმა Google-მა აშშ-ში მცხოვრები მომხმარებლებისთვის Google Maps-ზე ტბის დასახელება შეცვალა. კომპანია Google-ის განმარტებით, ცვლილება გეოგრაფიული სახელების ამერიკული სახელმწიფო საინფორმაციო სისტემის განახლებას უკავშირდება. Google Maps-ის ამერიკელი მომხმარებლები ამიერიდან ტბის სახელწოდებად „ამერიკის ტბას“ ნახავენ, კანადელები – „ონტარიოს ტბას“, ხოლო აშშ-სა და კანადის ფარგლებს გარეთ მყოფი მომხმარებლები ორივე სახელს ერთად. The post Google Maps-მა აშშ-ში „ონტარიოს ტბას“ სახელი შეუცვალა და „ამერიკის ტბა“ უწოდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →