სიახლე

სვანეთში დაიკარგა 20 წლის მარია ხმელევა

MegaTV

ზემო სვანეთში 20 წლის გოგოს ეძებენსვანეთში დაიკარგა 20 წლის მარია ხმელევა.გოგონა გამხდარია, დაახლოებით 170 სმ სიმაღლის, აქვს მუქი, სწორი, მხრებამდე თმა. აცვია მოკლე ჯინსის შარვალი და ყვითელი კედები.მარია საქართველოში მარტო მოგზაურობს. ბოლოს მასთან დაკავშირება გუშინ, მესტიაში შეძლეს. ის საბაგიროთი იყო ასული და იქიდან ახლობლებს ფოტოებსა და ვიდეოებს უგზავნიდა.გოგონა გადაადგილდებოდა ნაქირავები Mazda CX-5-ით. მისი ავტომობილი დღეს […]

პირველწყარო →

ზემო სვანეთში 20 წლის გოგოს ეძებენ

სვანეთში დაიკარგა 20 წლის მარია ხმელევა.

გოგონა გამხდარია, დაახლოებით 170 სმ სიმაღლის, აქვს მუქი, სწორი, მხრებამდე თმა. აცვია მოკლე ჯინსის შარვალი და ყვითელი კედები.

მარია საქართველოში მარტო მოგზაურობს. ბოლოს მასთან დაკავშირება გუშინ, მესტიაში შეძლეს. ის საბაგიროთი იყო ასული და იქიდან ახლობლებს ფოტოებსა და ვიდეოებს უგზავნიდა.

❗️გოგონა გადაადგილდებოდა ნაქირავები Mazda CX-5-ით. მისი ავტომობილი დღეს საღამოს ჭალაათის მყინვართან იპოვეს, თავად მარიას ადგილსამყოფელი კი უცნობია.

☎️ ვისაც აქვს რაიმე ინფორმაცია მარია ხმელევას ადგილსამყოფელის შესახებ, დარეკეთ 112-ზე.

წყარო: ProGeorgian


მსგავსი