სიახლე

კორპუსიდან სკამი ისროლეს, რა დროსაც ბავშვი დაშავდა

MegaTV

ბროწეულის ქუჩაზე, ე.წ. დევნილთა კორპუსთან მცირეწლოვანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, კორპუსიდან სკამი ისროლეს, რომელიც ბავშვს დაეცა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი. უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

პირველწყარო →

ბროწეულის ქუჩაზე, ე.წ. დევნილთა კორპუსთან მცირეწლოვანი დაშავდა.

 

არსებული ინფორმაციით, კორპუსიდან სკამი ისროლეს, რომელიც ბავშვს დაეცა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი. უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.


მსგავსი