,,ევროპელი ლიდერები ტერორიზმის სპონსორები არიან” – დიმიტრი მედვედევი
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი ევროპული სახელმწიფოების ლიდერებს კიევის რეჟიმის ტერორიზმის სპონსორებად ასახელებს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში მან გერმანიის მხრიდან რუსეთის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს უპასუხა, რომლებიც ლაიფციგის აეროპორტში მომხდარ ინციდენტს ეხება. „ბერლინმა რუსეთი ლაიფციგის აეროპორტზე დაუმტკიცებელ თავდასხმაში დაადანაშაულა. გერმანიის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის მიერ გატარებული ნეონაცისტური, სასტიკად რუსოფობიური კურსის გათვალისწინებით, დივერსიის ეს შეთხზული აქტი მათი ცოდვებისთვის სასჯელის ყველაზე რბილი ფორმაა. ყველა ტერორს ჰყავს სპონსორები. ამჟამად ესენი არიან დასავლეთის ქვეყნების ლიდერები, პირველ რიგში, ევროპელები“, – წერს დიმიტრი მედვედევი. The post ,,ევროპელი ლიდერები ტერორიზმის სპონსორები არიან” – დიმიტრი მედვედევი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →