ზელენსკის გაფრთხილება და გაუქმებული ფრენები მოსკოვისკენ
თურქულმა ავიაკომპანია Pegasus-მა ბოდრუმიდან, სტამბოლიდან და დალამანიდან მოსკოვის მიმართულებით რეისები გააუქმა. რუსული მედიის ინფორმაციით, ავიაკომპანიამ მგზავრებს გადაწყვეტილება საჰაერო სივრცეში არსებული ვითარებით განუმარტა. „არ ვიცით, რას უნდა ველოდოთ. თურქული მხარე რეისების შესრულებას კრძალავს“, – განაცხადეს Pegasus-ში. მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტის მონაცემებით, ასევე გაუქმდა Turkish Airlines-ის, Nesma Airlines-ისა და Shirak Avia-ს რამდენიმე რეისი. შექმნილ ვითარებას ქართული ავიაკომპანიაც გამოეხმაურა. „მოვისმინეთ აღნიშნული განცხადება. დაველოდებით საერთაშორისო რეაქციას და სხვა დიდი ავიაკომპანიების გადაწყვეტილებას, როგორიც არის Turkish Airlines, Emirates, და შემდეგ ვისჯელებთ“, – განაცხადეს Georgian Airways-ში. The post ზელენსკის გაფრთხილება და გაუქმებული ფრენები მოსკოვისკენ appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →