„ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნები საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ
„ვაიმარის სამკუთხედის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. პოლონეთის საგარეო უწყების ცნობით, გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები ვაიმარში აღნიშნული თანამშრომლობის ფორმატის 35-ე წლისთავთან დაკავშირებით შეიკრიბნენ. სამმხრივი შეხვედრის ფარგლებში მინისტრები მსჯელობენ უკრაინის მხარდაჭერისა და რუსეთის აგრესიული ქმედებების საპასუხო ნაბიჯებზე. ამასთან, დღის წესრიგის მთავარ თემებს შორის არის ახლო აღმოსავლეთსა და საქართველოში განვითარებული მოვლენები, ასევე ტრანსატლანტიკური ურთიერთობების პერსპექტივები. The post „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნები საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →