სიახლე

,,არ არსებობს მტკიცებულება, რომ სეუტაში მიგრანტების შეჭრა მაროკომ დაგეგმა” – პედრო სანჩესი

მედიაცენტრი

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის განცხადებით, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრა მაროკოს ხელისუფლების მიერ იყო ორგანიზებული. „შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ არც ერთ ინსტიტუტს, არც დიპლომატიურ სამსახურს, არც ევროკომისიას და არც რომელიმე საერთაშორისო ორგანოს, ესპანეთის მთავრობისთვის არ მოუწოდებია მყარი მტკიცებულება იმისა, რომ ეს ინციდენტი მაროკოს მიერ დაიგეგმა ან განხორციელდა“, – აღნიშნა პედრო სანჩესმა. ესპანეთის პრემიერის განცხადებას წინ უძღოდა 2 სექტემბერს სეუტაში გამართული მასშტაბური საპროტესტო აქცია, სადაც 80 000-მდე ადამიანმა ესპანეთის მთავრობის საიმიგრაციო პოლიტიკა გააპროტესტა. დემონსტრაციაზე შეკრებილები სკანდირებდნენ დევიზს: „სეუტა არ იყიდება“. The post ,,არ არსებობს მტკიცებულება, რომ სეუტაში მიგრანტების შეჭრა მაროკომ დაგეგმა” – პედრო სანჩესი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი