ჟურნალისტი ნენე დალაქიშვილი ქვითრის სქრინს აქვეყნებს და წერს;
,,თოდუას კლინიკაში დავრეკე, ექიმთან ჩაწერა მინდოდა.
31 აგვისტოდან ახალი წესი შემოუღიათ, 50 ლარი ავანსი უნდა გადაიხადო, რომ ჩაგწერონ.
პაციენტები ეწერებიან და მერე აღარ მოდიანო – მიზეზი ეს მითხრეს.
ჩასაწერად რეკვა რომ დავიწყე, მარჯანიშვილის მეტროსთან ვიყავი, 10 წუთში ავტობუსი მოვიდა, სპორტის სასახლესთან ჩამოვედი, 5 წუთში დანიშნულების ადგილზე ვიყავი და მხოლოდ მაშინ მიპასუხეს. 
თვითონ მაგარი მოწესრიგებულები არიან.
ვისაც თოდუაში ექიმთან ჩაწერა გინდათ, 50 ლარები გაამზადეთ, თუ დაზღვევით ნაკლებს გადაიხდით, ხურდას დაგიბრუნებენ.”

The post ,,თოდუას კლინიკაში 50 ლარი ავანსად უნდა გადაიხადოთ, ექიმთან რომ ჩაგწერონ” – ნენე დალაქიშვილი appeared first on .