სააგენტო "პარალელი"
“ვის დღის წესრიგს მიჰყვებით, ვის თემას უხანგრძლივებთ სიცოცხლეს და ვის აქცევთ ისევ პოლიტიკური პროცესის მთავარ მოქმედ პირად?” – გოჩა მირცხულავა
ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა კონკრეტული პრეტენზიებით მიმართავს ოპოზიციას:
“ოპოზიცია — ყველა პატარძალს რატომ უნდა გამოეცეკვოთ? თან აშკარად ვერ ცეკვავთ — არ გამოგდით თქვენ დავლური.
რომ ჩამომწკრივდით და ღარიბაშვილზე ქოთქოთებთ — ვერსიებს განიხილავთ, მოვლენების შესაძლო განვითარებაზე საუბრობთ, ერთმანეთის მიყოლებით გვიხსნით, ვინ ვის რას უზამს — ამით კიდევ ერთხელ გვეუბნებით, რომ საკუთარი დღის წესრიგი არ გაქვთ და არც მოვლენების განვითარების საკუთარი სცენარი.
ჰა, კარგი, თქვი ერთხელ. სულ ამას რას ატრიალებთ გაფუჭებული რადიოლასავით?
ვიდრე რამეს იტყვით, ერთხელ მაინც დაფიქრდით, საბოლოოდ ვის სასარგებლოდ მუშაობს თქვენი ნაუბარი „სიბრძნე“. ვის დღის წესრიგს მიჰყვებით, ვის თემას უხანგრძლივებთ სიცოცხლეს და ვის აქცევთ ისევ პოლიტიკური პროცესის მთავარ მოქმედ პირად?
თქვენი გააკეთეთ რამე. მიხედავენ ისინი ერთმანეთს“, – წერს გოჩა მირცხულავა ფეისბუქის პირად გვერდზე.
“ვის დღის წესრიგს მიჰყვებით, ვის თემას უხანგრძლივებთ სიცოცხლეს და ვის აქცევთ ისევ პოლიტიკური პროცესის მთავარ მოქმედ პირად?” – გოჩა მირცხულავა
პარალელი