სიახლე

“ოცნების” პროკურატურიდან და პროპაგანდისტული მედიიდან გაჟღერებული არც ერთი ბრალდება, ფაქტი თუ შეფასება არ უნდა მივიღოთ უპირობო ჭეშმარიტებად” – რომან გოცირიძე

პარალელი

სააგენტო "პარალელი" “ოცნების” პროკურატურიდან და პროპაგანდისტული მედიიდან გაჟღერებული არც ერთი ბრალდება, ფაქტი თუ შეფასება არ უნდა მივიღოთ უპირობო ჭეშმარიტებად” – რომან გოცირიძე პარლამენტის ყოფილი დეპუტატი რომან გოცირიძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით, “ქართული ოცნების” ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების მიმართ წარმოებულ საქმეებთან დაკავშირებით თავის პოზიციას აფიქსირებს: “ნაცვლად იმისა, რომ ღარიბაშვილისა და ლილუაშვილის დაპატიმრების რეალურ ანუ პირად და პოლიტიკურ მოტივებზე ილაპარაკონ, პოლიტიკური პარტიები მათი წარსულის გარჩევითა და ლანძღვა-გინებით არიან დაკავებულები. ეს რომ ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს, ძნელი მისახვედრი არ უნდა […] “ოცნების” პროკურატურიდან და პროპაგანდისტული მედიიდან გაჟღერებული არც ერთი ბრალდება, ფაქტი თუ შეფასება არ უნდა მივიღოთ უპირობო ჭეშმარიტებად” – რომან გოცირიძე პარალელი

პირველწყარო →

სააგენტო "პარალელი"
“ოცნების” პროკურატურიდან და პროპაგანდისტული მედიიდან გაჟღერებული არც ერთი ბრალდება, ფაქტი თუ შეფასება არ უნდა მივიღოთ უპირობო ჭეშმარიტებად” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი რომან გოცირიძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით, “ქართული ოცნების” ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების მიმართ წარმოებულ საქმეებთან დაკავშირებით თავის პოზიციას აფიქსირებს:

“ნაცვლად იმისა, რომ ღარიბაშვილისა და ლილუაშვილის დაპატიმრების რეალურ ანუ პირად და პოლიტიკურ მოტივებზე ილაპარაკონ, პოლიტიკური პარტიები მათი წარსულის გარჩევითა და ლანძღვა-გინებით არიან დაკავებულები. ეს რომ ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს.

„ოცნების“ პროკურატურიდან და პროპაგანდისტული მედიიდან გაჟღერებული არც ერთი ბრალდება, ფაქტი თუ შეფასება არ უნდა მივიღოთ უპირობო ჭეშმარიტებად. მათ მიერ შექმნილი საინფორმაციო დღის წესრიგის ავტომატურად გამეორება მხოლოდ პოლიტიკური ანგარიშსწორების ლეგიტიმაციას ემსახურება.

წარსულზე პასუხი ყველას მოეთხოვება – მაგრამ მხოლოდ თავისუფალი, დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლოს პირობებში“, – წერს რომან გოცირიძე.

“ოცნების” პროკურატურიდან და პროპაგანდისტული მედიიდან გაჟღერებული არც ერთი ბრალდება, ფაქტი თუ შეფასება არ უნდა მივიღოთ უპირობო ჭეშმარიტებად” – რომან გოცირიძე
პარალელი


მსგავსი