სიახლე

საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის მსურველთა რეგისტრაცია იწყება – დეტალები

Tbilisi Times

„იწყება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II ის მიერ დაარსებული და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ შიო III-ის მიერ გაგრძელებული მესამე და შემდგომი ბავშვის საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთოთხმეტე ეტაპი“, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაში. „ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოში ამა წლის 8 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით (11, 12 და 13 სექტემბრის გარდა), 12 საათიდან 16 […] The post საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის მსურველთა რეგისტრაცია იწყება – დეტალები appeared first on TTimes.GE.

პირველწყარო →

„იწყება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II ის მიერ დაარსებული და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ შიო III-ის მიერ გაგრძელებული მესამე და შემდგომი ბავშვის საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთოთხმეტე ეტაპი“,  ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაში.

„ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოში ამა წლის 8 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით (11, 12 და 13 სექტემბრის გარდა), 12 საათიდან 16 საათამდე.

რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ: მშობლების პირადობის მოწმობების ასლები; მშობლების ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობების ასლები; შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები.
საკონტაქტო ტელეფონები:

593 90 08 10

558 65 11 59

593 46 45 71“, – ნათქვამია განცხადებაში.

The post საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის მსურველთა რეგისტრაცია იწყება – დეტალები appeared first on TTimes.GE.


მსგავსი