,,ირანის რეჟიმის დასასრული ახლოვდება, მისია ბოლომდე უნდა მივიყვანოთ” – ნეთანიაჰუ
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ქვეყანა მზად არის ირანის რეჟიმის დამხობის მიზნით დაწყებული მისიის ბოლომდე მიყვანისთვის. მან თეირანი გააფრთხილა, რომ ისრაელზე შესაძლო თავდასხმის შემთხვევაში ირანი წარმოუდგენლად ძლიერ დარტყმას მიიღებს. ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელმა აშშ-სთან ერთად უზარმაზარ შედეგებს მიაღწია, ეგზისტენციალური საფრთხეები აირიდა და ირანულ ღერძს უდიდესი დარტყმა მიაყენა, თუმცა მთავარი მიზანი ჯერ კიდევ შესასრულებელია. „მიღწევები უზარმაზარია, მაგრამ ჯერ კიდევ არის ბევრი რამ, რაც უნდა დავასრულოთ. პირველ რიგში, ვგულისხმობ რეჟიმის დამხობას. მისი დასასრული ახლოვდება“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ. ისრაელის პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ისრაელი დღეს უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე და ახლო აღმოსავლეთში უძლიერეს ძალას… The post ,,ირანის რეჟიმის დასასრული ახლოვდება, მისია ბოლომდე უნდა მივიყვანოთ” – ნეთანიაჰუ appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →